ჯორკაეფი: “პსჟ” “მანჩესტერ სიტიზე” ძლიერია”

“პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი იური ჯორკაეფი თვლის, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე პარიზული კლუბი “მანჩესტერ სიტის” ბაიერს დაძლევს.

“ვფიქრობ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ნახევარფინალში გავა. პარიზელებს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ელით, თუმცა მათთვის ეს გადაულახავი ბარიერი არ არის. “პარი სენ-ჟერმენი” “მანჩესტერ სიტიზე” ძლიერია. პარიზელები უბრალოდ უნდა გავიდნენ მოედანზე და მთელ ევროპას აჩვენონ ძალა”, – ციტირებს ჯორკაეფის სიტყვებს “ლე ფიგარო”.

მატჩი “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის 6 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.