“ფორმულა რენოს” ეტაპზე საშინელი ავარია მოხდა (ვიდეო)

სილვერსტოუნში გამართულ “ფორმულა რენოს” ეტაპზე სერიოზული ავარია მოხდა. ერთმანეთს ფერდინანდ ჰაბსბურგისა და ბენ ბარნიკოტის ბოლიდები დაეჯახნენ. შედეგად, ჰაბსბურგის ბოლიდი ჰაერში ავარდა, შემოტრიალდა და ძირს დაცემის შემდეგ კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა. ინციდენტის შემდეგ მრბოლელმა სალონი დამოუკიდებლად დატოვა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შუმახერი მეუღლისა და შვილების ხმის გაგონებაზე ტირილს იწყებს

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. გერმანელი ავტომრბოლელი მეუღლისა და შვილების ხმაზე უკვე რეაგირებს.

“შუმახერი მეუღლისა და შვილების ხმის გაგონებაზე ტირილს იწყებს. თითქოს სამწუხარო ამბავია, მაგრამ კარგი ფაქტია, რადგან შუმი სიცოცხლის ნიშნებს იბრუნებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფორმულა 1-ის თემებზე მომუშავე ჟურნალისტმა ანტონიო ბოსელიმ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას ბილიკიდან გადავიდა, ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. გერმანელი ავტომბრობელი კომიდან თითქმის 6-თვიანი პერიოდის შემდეგ გამოვიდა.