ფილიპე ლუისი: “პიკეს ფანი ვარ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, ფილიპე ლუისმა მხარდაჭერა გამოხატა ჟერარდ პიკეს მიმართ, რომელსაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო (კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით) ბევრი ესპანელი გულშემატკივარი გადაემტერა.

“პიკეს ფანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მის მოსაზრებებს არ ვიზიარებ. პიკე ალბიოლს ჰგავს, მათ არ ეშინიათ საკუთარი აზრის დაფიქსირების და დიდების უკან არ იმალებიან.

ისინი ნამდვილად პატივსაცემი ფეხბურთელები არიან და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში სხვებიც შეძლებენ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი El Mundo-სთან საუბრისას.

პიკე: “ასე თუ გავაგრძელებთ, ლა ლიგის მოგება ძალიან გაგვიჭირდება”

“ანოეტაზე”, “რეალ სოსიედადთან” გამართულ მატჩში მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟერარ პიკემ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კატალონიელები ასე გააგრძელებდნენ თამაშს, ისინი ლა ლიგას ვერ მოიგებდნენ.

“მეტოქემ დაგვჯაბნა ისევე როგორც პერფრომანსით, ასევე დამოკიდებულებითაც.

მატჩის პირველ ნახევარში უუნარონი ვიყავით, თითქოს გავქრით. ასე თუ გავაგრძელებთ, ლა ლიგას ნამდვილად ვერ მოვიგებთ.

მეტოქე პრესინგის მეშვეობით ჩვენს განეიტრალებას ცდილობდა, ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. სამართლიანები რომ ვიყოთ, დღევანდელი მატჩიდან 1 ქულის აღება არც ისე ცუდი შედეგია ჩვენთვის.” – განაცხადა ესპანელმა.

არბელოამ და პიკემ ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით შეუტიეს

ერთმანეთის თანამემამულეებმა და ერთი გუნდის წევრებმა, რომლებიც ამავდროულად ერთმანეთის “მოსისხლე მტრებიც” არიან, ერთმანეთს კვლავ შეუტიეს. საუბარია ალვარო არბელოასა და ჟერარ პიკეზე.

მას შემდეგ, რაც “რეალმა” “ეიბარი” გაანადგურა (4-0), “ბარსა” გასვლაზე “რეალ სოსიედადთან” დამარცხდა. ალვარო არბელოამ ეს შესანიშნავი შანსი გამოიყენა და კატალონიელების პროვოკაციაზე წამოგება სცადა.

“რთული ყოფილა 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, არა?” – ალვარომ ამით ყურადღება ტორესის გაძევებაზე გაამახვილა. “შესანიშნავი მატჩი ილიარამენდისაგან და გრანეროსაგან. გილოცავთ!”

პიკემ ალვეროას შემდეგნაირი პასუხი გასცა: “ფეხბურთელი, რომელიც 32 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლებს სასტარტოში თამაშს, ჩემგან პასუხს არ იმსახურებს.”

“შესანიშნავი ფილმია. სიმართლე მტკივნეულია.” – უპასუხა არბელოამ. ამით არბელოა პიკეს პოსტს შეეხო, რომელიც მან “რეალისა” და “ვოლფსბურგის” მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა.

პიკემ კი ყურადღება ალვარო არბელოას გრამატიკულ შეცდომაზე გაამახვილა: “Peliculón – მახვილით იწერება. გეხუტები.”

“ისევე როგორც, expulsión (გაგდება). კიდევ ერთხელ მართალი ხარ. მეც გეხუტები ფენომენალურო!” – უპასუხოდ არ დატოვა არბელოამაც.