შნეიდერლენი: „ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მორგან შნეიდერლენმა პრემიერლიგის 33-ე ტურში „ტოტენჰემთან“ ანაგრიშით 0:3 წაგებული მატჩი შეაფასა.

„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ რაღაც დავკარგეთ. შესაძლოა, საქმე ჩვენს თავში იყოს. პირველ ტაიმში ბურთს ვფლობდით, რამდენიმე მომენტი შევქმენით, თუმცა შემდეგ გოლი გავუშვით, რომელსაც კიდევ ორი ბურთი მოჰყვა. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. ერთი საათის გასვლის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. „ტოტენჰემი“ უნდა დავაფასოთ, გუნდმა მომენტები გამოიყენა და მაშინ გაიტანა, როცა მხოლოდ თამაშში დაბრუნებას ვიწყებდით. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია“, – ციტირებს შნეიდერლენს Goal.com-ი.