ლუკა მოდრიჩის მე-100 შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში

გუშინ, ხორვატიის ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა.

ხორვატიელთა ათიანმა, ლუკა მოდრიჩმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, საიუბილეო მეასე შეხვედრა გამართა. ლუკა ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 11 გოლი აქვს გატანილი.

შეხვედრის დაწყებამდე ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავორ შუკერმა ლუკა მოდრიჩი სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა, რომელზეც ოქროსფერად დატანილი იყო “100”.

ლოვრენის ულტიმატუმი ჩაჩიჩს: “ან ძირითადში ვითამაშებ, ან საფრანგეთში საერთოდ არ წავალ”

დეიან ლოვრენი ევროპის ჩემპიონატის ცქერას სათადარიგოთა სკამისკენ არ აპირებს, ის ანტე ჩაჩიჩს გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს. ასე გამოხატა ლოვრენმა უკმაყოფილება იმ ფაქტის მიმართ, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული არ აქვს.

მათ შორის ურთიერთობა პირველად უნგრეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას გამწვავდა, როდესაც ლოვრენმა გახურება შეწყვიტა და მწვრთნელის ნებართვის გარეშე სკამზე დაჯდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაჩიჩმა შემდეგნაირი განცხადება გააკეთა:”მას თამაშზე უარი ნამდვილად არ უთქვამს, რამეთუ მე მისთვის ამის ნება არ მიმიცია.”

Sportske novosti-სთან საუბრისას ლოვრენმა განაცხადა: “ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ან საფრანგეთში წავალ, როგორც ძირითადის ფეხბურთელი, ან საერთოდ არ წავალ.

ყოველთვის ვბრაზდები, როცა გაზეთები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. მწვრთნელმა მითხრა, რომ 10-15 წუთის მანძილზე გავხურებულიყავი, მეც დავთანხმდი. 15 წუთი გავიდა, თუმცა მწვრთნელს არ მოვუხმივარ. ციოდა, მე კი ჟაკეტი არ მქონდა, ამიტომაც დავბრუნდი სათადარიგოთა სკამზე”.