ურუგვაის მწვრთნელი: “გოდინი და ხიმენესი მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან”

ურუგვაიმ მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა ეგვიპტის ნაკრების წინააღმდეგ ხოსე ხიმენესის მიერ, 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. ამ მატჩში არანაკლებ კარგად ითამაშა სამხრეთამერიკელთა მეორე ცენტრალურმა მცველმა, დიეგო გოდინმა.

ურუგვაის ნაკრების მწვრთნელმა, კრისტიან როდრიგესმა თავისი ნაკრების ცენტრალური მცველები შეაქო.

“დიეგო და ხოსე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველები არიან. ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს ორი ფეხბურთელი ერთად მცირე დროოს მანძილზე თამაშობენ. თუმცა, კარგად არიან შეთამაშებულნი და მათი დიდი იმედი მაქვს.”

“ზოგადად, ძალიან უჩვეულო ჩემპიონატია. არავინ ელოდა ასეთ შედეგებს, თუნდაც, ბრაზილიისა და არგენტინისგან. რთულია აქ მოხვედრა, ხოლო, აქ თამაში კი, კიდევ უფრო რთული. ჩვენს სტილ ვენდობით. დიდი ხანია, ერთად ვთამაშობთ და მშვენიერი გამოცდილებაც დაგვიგროვდა,” – ამბობს როდრიგესი.

“რეალი” ხიმენესის სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდას აპირებს

მადრიდული “ატლეტიკოს” მცველი, ხიმენესი მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ესპანური რადიოსადგური Cadena SER ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “რეალი” კარგა ხანია, რაც 21 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს აკვირდება. კლუბის ხელმძღვანელობა ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონის გადახდაც ღირს. სწორედ 60 მილიონი ევროა მის გამოსასყიდ თანხად მითითებული კონტრაქტში.

ხიმენესმა, რომელიც “რეალის” გარდა კიდევ რამოდენიმე ევროპული გრანდის სამიზნედ არის ქცეული, ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 24-ჯერ დაიცვა “როხიბლანკოს” კარი – გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.