ჟულიო სეზარიდან ალფონსო ალავესამდე: პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყველაზე ცუდი ბრაზილიელები

როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადადის, მოლოდინი ყველას ძალიან მაღალი აქვს, თუმცა მათ მიერ გაცემული ავანსები ყოველთვის არ მართლდება. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა თერთმეტეულს, რომლებმაც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოახერხეს …

მარველი

ჟულიო სეზარი – “ქუინს პარკ რეინჯერსი”

პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება არც თუ ისე ბევრ ბრაზილიელ მეკარეს აქვს. მათ რიგს არ მიეკუთვნება ჟულიო სეზარი, რომელიც პრემიერ ლიგაში მართლაც რომ “ჩაფლავდა”. ბრაზილიელმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში მხოლოდ 24 მატჩის ჩატარება შესძლო – მისი გუნდი ჩემფიონშიპში ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც ის ამერიკაში გაანათხოვრეს.

მარველი

მაიკონი – “მანჩესტერ სიტი”

კიდევ ერთი დიდი სახელი და კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება. მაიკონის “ინტერში” გატარებული დრო მართლაც რომ ბრწყინვალე პერიოდი იყო მის კარიერაში. მისგან მოლოდინი ძალიან დიდი იყო, თუმცა მისი მომავალი არც ისეთი ბრწყინვალე აღმოჩნდა – მან მხოლოდ 9 მატჩში შეძლო “სიტის” მაისურის მორგება, რის შემდეგაც “ქალაქელების” ბანაკი მიატოვა.

მარველი

როკე ჟუნიორსი – “ლიდს იუნაიტედი”

ბევრსითვის გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების მონაწილემ, როკე ჟუნიორმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაც ჰქონდა “მილანთან” ერთად მოგებული, ინგლისში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება შესძლო. მიუხედავად იმისა, რომ მან ორჯერ შესძლო გოლის გატანა, თანაც ორივეჯერ “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში, “ლიდსმა” მისი შენარჩუნება მაინც არ ისურვა.

მარველი

კასაპა – “ნიუკასლ იუნაიტედი”

კასაპამ “ნიუკასლ იუნაიტედში” ორი წელი დაჰყო, მას შემდეგ, რაც “ლიონის” შემადგენლობაში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონით ყველა მოხიბლა. თუმცა ტრავმებმა მის ინგლისურ კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს, “ნიუკასლი” კი პრემიერ ლიგიდან გავარდა. ასე გაიყარა ბრაზილიელისა და ინგლისელების გზები.

მარველი

ანდრე სანტოსი – “არსენალი”

არც “ფენერბახჩედან” “არსენალში” გადასული ანდრე სანტოსის ინგლისური მომავალი აღმოჩნდა წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ მან რობინ ვან პერსისთან მოახერხა მაისურის გაცვლა. ტრავმებმა მისი მომავალიც გაანადგურეს. საბოლოო ჯამში ის სანტოსი კვლავ ბრაზილიაში დაბრუნდა.

Football - Manchester United v Sparta Prague - UEFA Champions League Group D - Old Trafford - 04/05 , 3/11/04 Cristiano Ronaldo goes off for Kleberson - Manchester United  Mandatory Credit: Action Images / Darren Walshქლებერსონი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“წითელმა ეშმაკებმა” დიდი სიხარულით აღნიშნეს ქლებერსონის გადაბირება, რომელიც ხუან სებასტიან ვერონის ჩამნაცვლებელი უნდა გამხდარიყო. ქლებერსონმა ყურადღება ბრაზილიის ნაკრებში კარგი თამაშით მიიქცია, თუმცა “მანჩესტერელები” მოტყუვდნენ. “ბეშიქთაშში” გადასვლამდე ქლებერსონმა მხოლოდ 20-ჯერ შესძლო “წითელი” მაისურის ჩაცმა.

მარველი

მინეირო – “ჩელსი”

მინეირო “სტემფორდ ბრიჯზე” ლუის ფელიპე სკოლარის რეკომენდაციით მოიყვანეს, თუმცა მან “არისტოკრატთა” რიგებში თამაში მხოლოდ 2-ჯერ შესძლო – ერთხელ პრემიერ ლიგაში – რის შემდეგაც ყველამ აღიარა, რომ ის რიგით მესამე არჩევანი იყო (ნახევარმცველთა შორის) მწვრთნელისათვის.

მარველი

პაულინიო – “ტოტენჰემი”

ფეხბურთელის ინგლისური კარიერა ამ ფოტოზე ყველაზე კარგად არის ასახული. პაულინიო “უაით ჰართ ლეინზე” უდიდესი პოტენციალით მოვიდა, მას რობერტო სოლდადოს გვერდით უწევდა თამაში. თუმცა მან იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ბოლოს თავს ჩინეთში გაქცევით უშველა.

მარველი

ნენე – “ვესტ ჰემ იუნაიტედი”

ნენე, რომელიც საჯარიმოების სპეციალისტი უნდა გამხდარიყო “ვესტ ჰემის” მაისურში, მორიგი იმედგაცრუების მომტანი ფეხბურთელი გამოჩნდა. მას და დიმიტრი პაიეს საერთო არაფერი გააჩნდათ. მართალია ნენე “მონაკოსა” და “პარის სენ-ჟერმენის” რიგებში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მას ინგლისში თამაში ძალიან გაუჭირდა. ის ახლა ბრაზილიაში, “ვასკო და გამას” რიგებში თამაშობს.

მარველი

მარიო ჟარდელი – “ბოლტონ ვანდერერსი”

ერთ დროს მას მკვლელი ინსტიქტები გააჩნდა, მისი ეს უნარი ინგლისში მოსვლის დღიდან გაუფერულდა. “პორტოს” ყოფილმა ვარსკვლავმა მხოლოდ ლიგის თასზე შესძლო გოლის გატანა. მან კარიერის დასრულებამდე 11 კლუბში ითამაშა, რის შემდეგაც მშვიდ ცხოვრებას შეუდგა.

მარველი

ალფონსო ალავესი – “მიდლსბრო”

შემტევი ფეხბურთელი, რომელიც ჟუნინიოს სტილში თამაშობდა საინტერესო ვარიანტი უნდა ყოფილიყო “მიდლსბროსთვის”, თუმცა ინგლისელთა ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მან 42 მატჩში შესძლო მონაწილეობა, რის შემდეგაც საკმაო თანხის სანაცვლოდ “ალ-სადში” გადაბარგდა.