“მანჩესტერ სიტიმ” “არისტოკრატები” “სტემფორდ ბრიჯზე” შეარცხვინა

დღეს “სტემფორდ ბრიჯზე” საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება გაიმართა – პრემიერ ლიგაში უმოტივაციოდ დარჩენილი “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” შეერკინა, რომელიც მეორე ადგილისათვის იბრძვის.

აღნიშნულ მატჩში გაიბრწყინა “ქალაქელთა” 10-იანმა, კუნ აგუერომ, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება მოახერხა. ანგარიში არგენტინელმა შემტევმა 33-ე წუთზე გახსნა, რისი წყალობითაც “სიტიმ” პირველი ტაიმი მოიგო. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში “მანჩესტერელებმა” 5-ჯერ დაარტყეს და 5-ვე დარტყმა კარში წავიდა.

მართალია მეორე ნახევარში მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ, თუმცა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხეს. 55-ე წუთზე აგუერომ სხვაობა ორამდე გაზარდა. 79-ე წუთზე კი მოედნიდან ტიბო კურტუა გააძევეს, ამასთანავე ლონდონელთა კარის მიმართულებით დაინიშნა პენალტი, რომელიც აგუერომ გოლად გარდასახა. 0-3.

იბრაჰიმოვიჩი: “მინდა ტიტულები კვლავ მოვიგო”

“პარის სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიზანი მომავალშიც ტიტულების მოგება იქნება, მიუხედავად იმისა, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

“საკმაოდ ბევრი ტიტული მოვიგე, თუმცა მინდა რომ კვლავ მოვიგო, თანაც ბევრი. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი მიზანი მაინც მოგება იქნება.”

პარიზელთა შვედი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბებიც იჩენენ. როცა ჟურნალისტმა ზლატანს ბრიტანული წინადადების შესახებ ჰკითხა, მან განაცხადა: “საკმარისად ბევრი მივიღე.”