პრემიერ ლიგაში მოასპარეზე არბიტრმა, კევინ ფრენდმა “ტოტენჰემისა” და “სტოკ სიტის” დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგანაც ის “ლესტერ სიტის” მატჩის ყურებას აპირებს.
PGMOL-მა, რომელსაც პრემიერ ლიგის მატჩებისთვის მსაჯების არჩევა ევალება, ფრენდს “მამლების” მატჩის განსჯა დაავალა, თუმცა ფრენდის თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება შეცვალეს. ფრენდის ნაცვლად აღნიშნულ მატჩს ნილ სუორბრიკი განსჯის.
“PGMOL-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “სტოკისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებას კევინ ფრენდი არ განსჯის. ის “ლესტერ სიტის” მატჩს დაესწრება.”
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი, “ლესტერი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.