“ინტერი” და “ნაპოლი” დააჯარიმეს

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში მილანის “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (2:0) მიმდინარეობისას “ნერიაძური” ტიფოზების საქციელის გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 15 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.

მილანური კლუბის ქომაგები “ნაპოლის” სენეგალელი მცველის, კალიდუ კულიბალის მისამართით რასისტულ შეძახილებს სკანდირებდნენ და ნეაპოლიტანელთა მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის სიმღერაც შეასრულეს.

თავის მხრივ, “ნაპოლი” სამი ათასი ევროთი დაჯარიმდა, ვინაიდან კლუბის ტიფოზებმა მატჩის მსაჯი შეურაცხყვეს.