“რასინგის” ფანები კლუბის პრეზიდენტს თავს დაესხნენ

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს სანტანდერის “რასინგის” და “ალმერია” უპირისპირდებოდნენ, სტადიონზე არეულობას ჰქონდა ადგილი.

“რასინგის” ფანები, რომლებიც საკუტარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოები იყვნენ, მთელი მატჩის განმავლობაში უხამს სიტყვებს ყვიროდნენ კლუბის პრეზიდენტის მიმართ. მეორე ტაიმში კი, 20 კაციან ჯგუფს ანხელ ლევინზე თავდასხმის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

მატჩიშ შემდეგ კი ფანებს “რასინგის” ფეხბურთელებიც შეურთდნენ. საქმე იმაშია რომ, მოთამაშეებს უკვე სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ.

“რასინგისა” და “ალმერიას” შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ “რასინგის” ღირსებას “დინამო თბილისის” ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეუ მაიორალი იცავს.