მაროტა: „კავანის ტრანსფერი ძალიან საინტერესო ვარიანტია“

„იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ პსჟ-ის თავდამსხმელის ედინსონ კავანის შესახებ ისაუბრა.

„კავანი მაღალი დონის ფეხბურთელია. ვცდილობთ, კონკურენტუნარიანი გუნდი არამხოლოდ ეროვნულ, არამედ ევროპულ დონეზეც ჩამოვაყალიბოთ. შევეცდებით, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ. დღეს ედიონსონი პსჟ-ის ფეხბურთელია. არ ვიცი, მისი შეძენა რამდენად რეალურია, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო ვარიანტია“, – განაცხადა მაროტამ „Radio Anch’io Sport“-ის ეთერში.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კავანიმ 29 მატჩი გაიტანა, რომელშიც 15 გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩა.