დელე ალიმ საკუთარი სადებიუტო შედეგით ინგლისელი ლეგენდები დაჩრდილა

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი დელე ალი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე იქცა გუნდის ლიდერად.

ახალგაზრდა ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში უკვე 63 მატჩში ჩაატარა და საკუთარ გუნდს 40 გოლი მოუტანა, მათ შორის 26 თავად გაიტანა, 14-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ამ მაჩვენებლით დელე ალიმ ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელები დაჩრდილა.

პრემიერლიგის პირველ 63 მატჩში პოლ სქოულზმა 18 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. დევიდ ბექჰმემმა 15 გოლის გატანა მოახერხა და ათი შედეგიანი გადაცემა გააკეთა, უეინ რუნიმ კი ამდენივე გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გააკეთა.

საწყის 63 მატჩში ნაჩვენები შედეგებით დელე ალიმ ფრენკ ლამპარდიც, სტივენ ჯერარდიც და ჯო კოულიც გვარიანად ჩამოიტოვა.

უეფამ დელე ალი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

უეფამ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი დელე ალი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

20 წლის ინგლისელი ფეხბურთელმა ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “გენტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. იმ ეპიზოდში ალიმ ჯერ სიმულაციას მიმართა, შემდეგ კი ბურთისთვის ბრძოლაში ჩაერთო და წარუმატებელი ცდის მერე მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. არბიტრმა ფეხბურთელი მყისიერად გააძევა, თუმცა უეფამ ეს არ იკამარა და დელე ალი ევროთასებზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

დელე ალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (ვიდეო)

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველმა დელე ალიმ გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა დაიმსახურა. ინგლისელმა ფეხბურთელმა გამოწვევა მიიღო და 30 წამში მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის რვაჯერ გაუტარა.

დელე ალიმ პრემიერლიგაში რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გასვლაზე “სტოკ სიტი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მატჩში დუბლი შეასრულა “დეზების” ნახევარმცველმა დელე ალიმ. მან ინგლისის ჩემპიონატში უკვე ათი გოლის გატანა შეძლო.

დელე ალი 20 წლისა და 7 დღის ასაკში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში ათი გოლი გაიტანა.