„სასუოლოს“ მთავარიმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩეკსომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდე იმოქმედებს. ამის შესახებ „სასუოლოს“ ოფიციალური ვებსაიტი წერს.
46 წლის სპეციალისტის მომავალ სეზონში „მილანში“ ან „რომაში“ დანიშვნის შესახებ იტალიური პრესა აქამდე აქტიურად წერდა, თუმცა დი ფრანჩესკომ „სასუოლოში“ დარჩენა ამჯობინა, რომელთან ერთად 2013 წელს სერია ა-ში ავიდა.