გოჭები მოედანზე: როგორ გამოხატეს პროტესტი ინგლისელმა გულშემატკივრებმა? (ფოტო)

“ჩარლტონისა” და “ქოვენთრის” გულშემატკივრებმა საკუთარი ხელმძღვანელების, ლონდონური კომპანია Sisu-სა და ბელგიელი ბიზნესმენის, როლან დიშატლის მუშაობა გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ამ დროისთვის ინგლისის რიგით მესამე დივიზიონში ასპარეზობენ. თუმცა, უკვე დადასტურებულია, რომ “ქოვენთრი” მომავალ სეზონში მეოთხე დივიზიონში დაქვეითდება.

მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებმა საპროტესტო მარში მოაწყეს, დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას კი მოედანზე სათამაშო გოჭები გადაყარეს. მსაჯი იძულებული გახდა, ორჯერ შეეჩერებინა თამაში, რათა მოედანი გაეწმინდათ.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

პრემიერ ლიგა: რომელმა გუნდმა რამდენი დახარჯა უსაფრთხოებისთვის გასულ სეზონში?

საინტერესო რიცხვებს გვთავაზობს BBC. გავლენიანი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გასულ სეზონში მოწინავე ინგლისურმა კლუბებმა რამდენი დახარჯეს იმისთვის, რომ მატჩების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოთ.

აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 944 195 ფუნტით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. “ქალაქელებმა” სწორედ ამდენი გადაუხადეს პოლიციას უკვე ჩატარებულ სეზონში. მეორე ადგილზე ამავე ქალაქის გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. უსაფრთხოებისთვის მათი დახარჯული თანხა 925 126 ფუნტს შეადგენს.

ძალიან დიდი დაშორებაა ზემოთ ნახსენებ ორ გრანდსა და ერთად აღებულ ხუთ გუნდს შორის: “არსენალი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ტოტენჰემი” და “ვესთ ჰემი”. ამ კლუბებმა ერთად 178 047 ფუნტი დახარჯეს ნახსენებ საქმეში.

აქვე გეტყვით, რომ 2015/2016 წლების სეზონში ე.წ. “C კატეგორიის” (ანუ რომლებზეც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია) მატჩების რიცხვი სულ ექვსს შეადგენდა. ესენია: “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” – “არსენალი”, “ვესთ ჰემი” – “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი” – “ჩარლტონი” და “ლესტერი” – “ევერტონი”.

ისლანდიის ნაკრების ვინგერი, გუდმუნდსონი ინგლისში გადაბარგებასთან ახლოსაა

ისლანდიის ნაკრებისა და “ჩარლტონის” ნახევარმცველი, იოჰან გუდმუნდსონი კარიერას ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

დიდი ალბათობით, 25 წლის ფეხბურთელი “ბარნლში” სამედიცინო შემოწმებას მომავალი 24 საათის განმავლობაში გაივლის, მის თანაგუნდელ ნიკომ პოუპოსთან ერთად.

გუდმუნდსონმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ისლანდიის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი იყო.

გუდმუნდსონი “ჩარლტონში” 2014 წელს გადაბარგდა. მას შემდეგ, ჩემპიონშიპის 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა.

“ჩარლტონის” 18 წლის მეკარემ მეტოქეს თავისი საჯარიმოდან გაუტანა (ვიდეო)

შაბათს, “ჩალრტონისა” და “ქოვენთრსი” 18-წლამდე გუნდებს შორის გამართულ მატჩში, “ჩარლტონის” 18 წლის მეკარემ დიმიტარ მიტოვმა მეტოქეს გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა.

“ჩარლტონის” ფეხბურთელმა კუთხურის ალამთან ორი მეტოქე “გააწამა” (ვიდეო)

3 მარტს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ჩარლტონსა” და “ნოტინგემ ფორესტს” შორის გამართულ მატჩში (2:1), “ჩარლტონის” ფეხბურთელმა ტონი ვოტმა დროის გაყვანის საინტერესო ხერხს მიმართა.

“ჩარლტონის” ფეხბურთელმა “კარდიფს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 დეკემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში “ჩარლტონსა” და “კარდიფს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), იოჰან გუდმუნდსონმა “კარდიფს” გასაოცარი გოლი გაუტანა.

კვირის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: “ტოტენჰემი” 10:6 “ჩარლტონი”

7 იანვარს, ინგლისში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “ჩარლტონი” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ტოტენჰემის” გამარჯვებით (10:6) დასრულდა.