პირველად ისტორიაში: ქალი მწვრთნელი მამაკაცების გუნდით ჩემპიონი გახდა

ჰონგ-კონგის ჩემპიონატის მე-17 ტურში “ისტერნმა” “საუთ ჩაინა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონის სტატუსი ვადაზე ადრე გაიფორმა.

“ისტერნს” 27 წლის ქალი მწვრთნელი ჩან იუნ ტინი წვრთნის. ამრიგად, ფეხბურთის ისტორიაში იგი პირველი ქალია, რომელმაც მამაკაცების გუნდით საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

სხვათა შორის, ჩან იუნ ტინს ამ რამდენიმე დღის წინათ კლუბმა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლამდე გაუხანგრძლივა.

Yuen Ting