ბუფონმა პენალტი აიღო და დამატებაც მოიგერია (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ტურინის “იუვენტუსმა” გასვლაზე “ფიორენტინა” ანგარიშით 2:1 დაამარცხა და წაუგებელი სერია 25 მატჩამდე გაზარდა.

შეხვედრის ბოლო წუთზე ფლორენციელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა “ბებერი სინიორას” ვეტერანმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ნიკოლა კალინიჩს პენალტი აუღო, მეკარემ დამატებაც მოიგერია.