18-წლამდელებმა მზადება დაიწყეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა 2 და 4 ივნისს უკრაინასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ყიფიანმა გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრიბა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლევან ისიანი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);

მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), ნიკა მალი (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი შეროზია (ზუგდიდი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), ზაურ ხაბეიშვილი (სამტრედია).

მატჩები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სფფ-ის პრესსამსახური

18-წლამდე ნაკრები სლოვაკეთშია

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სლოვაკეთშია და დღეს საერთაშორისო ტურნირის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს აშშ-ს ნაკრებთან. შეხვედრა 13 საათზე დაიწყება. გიორგი ყიფიანმა სლოვაკეთში გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა, მათ შორის, ერთი წლით უმცროსებიც, რათა ასეთი დონის მატჩებში თავის გამოჩენის შანსი მისცეს უახლოეს რეზერვს.

ტურნირში 8 ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები ა ჯგუფში აშშ-თან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად არიან. ბ ჯგუფში რუსეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და მაკედონია მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრების სატურნირო განრიგი ასეთია:

25 აპრილი: აშშ – საქართველო
26 აპრილი: სლოვაკეთი – საქართველო
28 აპრილი: საქართველო – უკრაინა

გიორგი ყიფიანმა სლოვაკეთში შემდეგი 20 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო თბ);

მცველები: შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ნიკოლოზ მალი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), იოსებ მოლაშვილი (საბურთალო), თორნიკე ჭურაძე (საბურთალო);

თავდამსხმელები: ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), მერაბ მეგრელაძე (საბურთალო).

სფფ-ის პრესსამსახური