მესუტ იოზილი: “ალექს აივობი ოკოჩასა და დევიდსის ნარევია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუტ იოზილმა ალექს აივობიზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელი იმ თვისებებით არის დაჯილდოებული, რომლითაც ჯეი-ჯეი ოკოჩა და ედგარ დევიდსი გამოირჩეოდნენ.

“ის მე ბიძამისს, ოკოჩას მახსენებს. ოკოჩა იყო ფეხბურთელი, რომლის ყურებითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ალექსი ოკოჩასა და დევიდსის ნარევს წააგავს.

ბურთთან მუშაობისას, ის ნამდვილად ძლიერია. ძლიერია დაცვით საკითხებშიც, ისევე როგორც შეტევაში. მან ზუსტად იცის, თუ რისი გაკეთება შეუძლია. მას არ ეშინია და არც იმალება.

მისი ერთადერთი მიზანი ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღებაა.” – განაცხადა “რეალის” ექს-ფეხბურთელმა.

ედგარ დევიდსი: “ტოტენჰემისთვის” არც მეორე ადგილი იქნება ცუდი”

ედგარ დევიდსი იმედოვნეს, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ლესტერისთვის” პრემიერ ლიგის ტიტულის აწაპნას შესძლებს, თუმცა სჯერა, რომ მათთვის არც მეორე ადგილი იქნება ურიგო.

“ვფიქრობ, რომ ამჟამად ისეთი გუნდისთვის, როგორიც “ტოტენჰემია” მაღალ დონეზე დარჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია.

ტიტულის მოგება მათთვის გასაოცარი რამ იქნება, მაგრამ არც მეორე ადგილზე გასვლა იქნება ცუდი. რატომ? მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ისინი “არსენალზე” მაღლა იქნებიან.

იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს “ტოტენჰემში” მოგების კულტურა დაინერგება და გუნდი ამ დონეს შეინარჩუნებს. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის უმნიშვნელოვანესია.”