ფელიპე მელო: “ფეხბურთი რომ არა, მკვლელი გამოვიდოდი”

მილანური “ინტერის” ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ აღიარა, რომ ცხოვრების საწყის წლებში მას “ცუდი ხალხის” გარემოცვაში უწევდა ცხოვრება, რამაც მიდრეკილება გამოუმუშავა დანაშაულისაკენ და რომ არა ფეხბურთი, ის მკვლელი გახდებოდა.

“ხშირად მამაჩემს ორ ცვლაში უწევდა მუშაობა, მე კი ამ ყველაფრის გამო მრავალი რამ დავთმე. მხოლოდ ახლა ვაანალიზებ, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამდენ რამეზე რომ არ მეთქვა უარი. იქ არ ვიქნებოდი, სადაც ეხლა ვარ.

მამაჩემი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასევე დიდ მნიშვნელოვას ვანიჭებ ჩემს ცოლსა და ბავშვებს. თუმცა, ჩემთვის პირველი ღმერთია და შემდეგ მოდის ოჯახი.

მე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რაიონში გავიზარდე, სადაც მრავლად იყო ნარკოტიკი და იარაღი. ზოგჯერ, როცა ვარჯიშიდან შინ ვბრუნდებოდი ვიგებდი, რომ რომელიმე ჩემი მეგობარი მოეკლათ. არჩევანი ფეხბურთსა და მაფიას შორის უნდა გამეკეთებინა. ფეხბურთი რომ არა, მკვლელი გამოვიდოდი.”