ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა

მექსიკის ნაკრებისა და “ბაიერ ლევერკუზენის” თავდამსხმელისათვის გუშინდელი დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ გუშინ, მექსიკისა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:2) მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ჰავიერ ერნანდესმა გაიტანა, რითიც მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

ეს ჩიჩარიტოსთვის ნაკრებში გატანილი 47-ე გოლი იყო, რითიც ის საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუშინ მან ჯარედ ბორჰეტის გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც ნაკრებში გატანილი 46 გოლია.

ჩიჩარიტო: “იუვეს” უარი “ლევერკუზენის” გამო ვუთხარი”

ჰავიერ ერნანდესმა აღიარა, რომ ზაფხულში შემოთავაზება “იუვენტუსისგანაც” მიიღო, თუმცა ჩათვალა, რომ მისი კარიერისთვის გერმანიაში გადაბარგება უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.

“ზაფხულში ჩემს შეძენას “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”, “ლაციო” და “რომა” ცდილობდა.” – განუცხადა მან La Gazzetta dello Sport-ს.

“თუმცა, “ლევერკუზენი” ავირჩიე, რადგანაც ვგრძნობდი, რომ მათ ვჭირდებოდი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე მათ დახმარებას შევძლებდი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება.

სამი ქვეყნის სამ დიდ კლუბში მაქვს ნათამაშები, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.” – დაამატა მექსიკელმა ფორვარდმა.