“ლესტერის” ფეხბურთელი ტრაგედიას გადაურჩა (ფოტოები)

ინგლისის ჩემპიონობასთან ძალზედ ახლოს მყოფი “ლესტერ სიტი” ტრაგედიას გადაურჩა. კერძოდ, გუნდის ფეხბურთელები – რიად მარეზი და დემარაი გრეი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონიაზე ვერტმფრენით მიბრძანდნენ.

გრეიმ ვერტმფრენის კუდის ქვეშ მოისურვა გავლა და კინაღამ ხრახნის მსხვერპლი გახდა. საფრენი მოედნის მეთვალყურეებმა დროულად შენიშნეს ეს საფრთხე და 19 წლის თავდამსხმელს საშიშროება აარიდეს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას.