ბოატენგი სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა

მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნის“ სასტარტო შემადგენლობაში მცველი ჟერომ ბოატენგი გამოჩნდა, რომელსაც აქამდე ტრავმის გამო სამი თვე არ უთამაშია.

აქედან გამომდინარე, ბოატენგის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში თამაშის ალბათობა გაიზარდა. მადრიდში პირველი შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდმა ანგარიშით 0:1 წააგო.