6 მაისს, რუმინეთის ჩემპიონატში, ბუქარესტის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ვიტორული” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.
მატჩის 70-ე წუთზე, მასპინძელთა კამერუნელი ფეხბურთელი, პატრიკ ეკენგი მინდორზე წაიქცა. როგორც გაირკვა, მას გულის შეტევა დაემართა.
26 წლის ნახევარმცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი შველა ვეღარ მოახერხეს – პატრიკ ეკენგი გარდაიცვალა.