“მიდლსბრო” პრემიერლიგაში დაბრუნდა (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიფის 46-ე ტურში “მიდლსბრომ” “ბრაიტონთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა და პრემიერლიგის საგზური გაინაღდა.

აღნიშნულმა ორივე გუნდმა 89-89 ქულა მოაგროვა, თუმცა “მიდლსბრომ” ოპონენტი დამატებითი მაჩვენებლის ხარჯზე დაჯაბნა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

ამრიგად, აიტორ კარანკას გუნდი ინგლისის რანგით უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. გუნდმა პრემიერლიგაში უკანასკნელად 2009 წელს ითამაშა.

“მიდლსბროს” გარდა გადაწყვეტილია, რომ პრემიერლიგის მომდევნო გათამაშებაში “ბარნლი” მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახლავთ.