ტერ შტეგენს “ბარსელონას” დატოვება სურს

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს.

ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ 24 წლის კიპერს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის 30 ივნისს გასდის.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ტერ შტეგენმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაუშვა. გერმანელ კიპერს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ათ შეხვედრაში რვა ბურთი გაუტანეს.