“ბაიერნის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელსაც არენდის წესით სხვა გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, პრესასთან საუბრისას გერმანიაში ჩატარებული პირველი სეზონი შეაფასა.
“ყველაფერი არც ისე კარგად წავიდა, მაგრამ მჯერა, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი უკეთ იქნება. მეტის მოლოდინი მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ყველაფერი გამოსწორდება.
ამ სეზონში რამდენიმე წუთით მომეცა თამაშის შანსი. მეტი უნდა ვიმუშავო, რათა საკმარისი ოდენობის სათამაშო პრაქტიკა მივიღო.
მომავალი? ამაზე საუბარს არ ვაპირებ, “ბაიერნში” თავს მშვენივრად ვგრძნობ. ჩემი მთავარი მიზანი მეტის თამაში და გუნდისთვის დახმარების გაწევაა,” – აცხადებს სანჩეში.