ლაპადულა: “ეს მხოლოდ დასაწყისია”

იტალიური “როსონერის” ფორვარდმა, ჯანლუკა ლაპადულამ, რომელმაც “კროტონესთან” მოგებულ მატჩში (2-1) გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა მატჩის 86-ე წუთზე, აღნიშნა, რომ მილანელებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით.

“სან სირო” ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიური სტადიონი. ეს ჩემი პირველი თამაში იყოს (სასტარტოდან) აქ და ძალიან მინდოდა, გოლი გამეტანა. ძალიან მიხარია, გამარჯვება რომ მოვიპოვეთ.

კარგ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია. ეს მხოლოდ დასაწყისია, დასაწყისი უმნიშვნელოვანესი მოგზაურობისა.

მინდოდა ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და გოლი “ჩაპეკეონსესათვის” მიმეძღვნა. “ფორცა ჩაპე”, თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩვენს გულებსა და მოგონებებში.”

რანიერი ადასტურებს: “ლესტერი” ჯანლუკა ლაპადულას აკვირდება

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბი “პესკარას” ფორვარდის, ჯანლუკა ლაპადულას გადაბირებით არის დაინტერესებული.

26 წლის ფორვარდმა სერია ბ-ში გამართულ 38 მატჩში 24-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება, რითიც კლუბს კვლავ უნარჩუნებს იტალიის უმაღლეს დივიზიონში გადასვლის შანსებს.

“ჩვენ იტალიაში მყოფ ფეხბურთელებს ვაკვირდებით. ლაპადული კარგი ფეხბურთელია, რომელსაც გარკვეული დროის მანძილზე ვადევნებდით თვალს.” – განუცხადა რანიერიმ Gazzetta dello Sport-ს.

მაისის დასაწყისში ამ საკითხზე “პესკარას” პრეზიდენტმაც ისაუბრა: “სანამ “ლესტერი” გაჩემპიონდებოდა, რანიერიმ მე დამირეკა. ზოგადად ფეხბურთზე საუბრისას, მან ლაპადულაზეც მკითხა. თუმცა ჯერ ოფიციალური შემოთავაზება არ გვქონია.”