იტალიური “პესკარას” გულშემატკივრებმა კლუბში არსებული მდგომარეობისადმი უკმაყოფილება განსხვავებული გზით გამოხატეს.
როგორც ცნობილი ხდება, გუშინ საღამოს, ფანებმა კლუბის პრეზიდენტის, დანიელ სებასტიანის მფლობელობაში მყოფი ორი მანქანა დაწვეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფანების ამ ქმედების შემდეგ, კლუბის მფლობელებმა დანიელის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიური სერია ა-ს ბოლო მატჩში “პესკარა” “ლაციოსთან” განადგურდა, ანგარიშით 2:6.