“კორინთიანსის” ნახევარმცველი “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

“კორინთიანსის” ნახევარმცველი მატეუს პერეირა უახლოეს პერიოდში იტალიაში გაემგზავრება და ტურინის “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 18 წლის ბრაზილიელი ზაფხულში შესაძლოა, სწორედ “ბებერ სინიორას” შეუერთდეს. შესაძლო ტრანსფერი ორ მილიონ ევროდ ფასდება. არც ის არის გამორიცხული, რომ მატეუს პერეირა სერია A-ს სხვა რომელიმე კლუბში იჯარის წესით გაუშვან.