ლუგანსკის “ზორიას” შემტევმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ კლუბი დატოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა “ზორიასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის ნახევარმცველი.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა ლიპარტია “ზორიაში” 2011 წლიდან თამაშობდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამ ხნის განმავლობაში 169 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.