უკრაინაში სკანდალი გრძელდება: ზოზულიამ მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

უკრაინის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ზორიასა” და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შორის გამართული საპასუხო მატჩი (2:0) სკანდალით დასრულდა.

ფინალური სასტვენის შემდეგ მოედანზე “დნიპროს” თავდამსხმელი რომან ზოზულია შეიჭრა, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ზოზულიამ მსაჯს ფეხი დაარტყა, რის შემდეგაც ფეხბურთელები უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დონეცკის “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ მატჩშიც (3:0).