ევრო-2016-ის ოფიციალური ჰიმნი — დავიდ გეტა პლაგიატში დაადანაშაულეს (ვიდეო)

2016 წელს საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს მუსიკალურად ცნობილი ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი დავიდ გეტა გააფორმებს. მან ტურნირის ოფიციალური ჰიმნი უკვე მოამზადა. “This One’s For You” – ესაა ჰიმნის სახელწოდება, რომელის ჩაწერაში მონაწილეობა შვედმა შემსრულებელმა სარა ლარსონმაც მიიღო. კომპოზიცია როგორც სტადიონებზე, ასევე ტელეეთერებში იტრიალებს. გეტა და ლარსონი ჰიმნს ევროპის ჩემპიონატის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე შეასრულებენ. გარდა ამისა, ისინი პარიზის ცენტრში გულშემატკივრებისთვის კონცერტებს გამართავენ.

სხვათა შორის, ქომაგთა ნაწილმა დავიდ გეტა პლაგიატში დაადანაშაულა. კერძოდ, გულშემატკივრებმა ტურნირის ოფიციალური ჰიმნი 2015 წელს გამოშვებულ კომპოზიცია “Lean On”-ს მიამსგავსეს, რომელიც “Major Lazer”-მა და დიჯეი სნეიქმა ჩაწერეს.