რენატუ სანჩეშმა “ბაიერნში” სათამაშო ნომერი აირჩია (ფოტო)

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა რენატუ სანჩეშმა კლუბში სათამაშო ნომერი აირჩია.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ბავარიულ გუნდში 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რენატუ სანჩეში ლისაბონის “ბენფიკაში” 85 ნომრით თამაშობდა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 16-ნომრიანი მაისური აქვს მორგებული.

რენატო სანჩესმა რონალდუს 12-წლიანი რეკორდი მოხსნა

ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველმა რენატო სანჩესმა კრიშტიანუ რონალდუს 12-წლიანი რეკორდი მოხსნა. კერძოდ, 18 წლის ფეხბურთელი ოფიციალურ ტურნირებზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

რენატო სანჩესს “ბენფიკაში” დებიუტი გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. მეტიც, პორტუგალიელი ფეხბურთელით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა, ყველას კი მიუნხენის “ბაიერნმა” აჯობა, რომელმაც მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღო. მხარეებს სორის გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტი ძალაში პირველ ივლისს შევა.

რაც შეეხება რეკორდს, რენატო სანჩესი ევროპის ჩემპიონატის პერიოდში 18 წლისა და 10 თვის იქნება, რონალდუმ კი რეკორდი ევრო-2004-ზე დაამყარა, როდესაც იგი 19 წლისა და ხუთი თვის გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელები ავსტრიელების, უნგრელებისა და ისლანდიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.