სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. სერბული მხარე უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას ასაჩივრებს.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი 13 მაისს შევიდა. სერბებმა ოთხშაბათამდე დამატებითი არგუმენტაცია უნდა წარადგინონ. სერბული მხარე კოსოვოს სერბეთის ნაწილად განიხილავს და დაუშვებლად მიიჩნევს უეფაში მის დამოუკიდებელ წევრად მიღებას.
შეგახსენებთ, რომ უეფამ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მაისის დასაწისში მიიღო. უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას 28 ფედერაციამ დაუჭირა მხარი, 24-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. რამდნეიმე დღის წინ კოსოვო ფიფაშიც მიიღეს.