“ბარსელონასა” და “რეალის” ყურადღება “ბენფიკას” ახალგაზრდა მცველმა მიიპყრო

ცნობილი ესპანური გამოცემის, As-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს “ბენფიკას” მცველის, ვიქტორ ლინდელეფის გადაბირებისთვის შეეცილებიან.

აღნიშნულ ფეხბურთელს ორივე ესპანური გრანდი მას შემდეგ აკვირდება, რაც 21 წლის ლინდელეფი პორტუგალიური კლუბის პირველ გუნდში ჩაირიცხა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლინდელეფი შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მოთამაშედ ითვლება. მან მიმდინარე წლის მარტში შვედეთის პირველ ნაკრებშიც მოახერხა თამაში.

რაც შეეხება შვედის კონტრაქტს “ბენფიკასთან”, ლინდელეფი 2020 წლამდე არის დაკავშირებული ამ კლუბთან, მის გამოსასყიდლად კი 40 მილიონი ევროა საჭირო.