BBC: „არსენალმა“ „ბორუსიასთან“ ჰაკას ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობას გრანიტ ჰაკას ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა, რის შესახებაც BBC-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ კოსოვოში დაბადებული შვეიცარელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ორნშტეინი წერს, რომ ფეხბურთელი ლონდონში უკვე გაფრინდა და მხარეებმა, შესაძლოა, კონტრაქტი შაბათს გააფორმონ.

„არსენალის“ მხრიდან ჰაკას მიმართ ინტერესის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წამყვანი ბრიტანული გამოცემები საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ.