“პარი სენ-ჟერმენი” კრიხოვიაკს ინგლისურ კლუბში გაანათხოვრებს

The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” კუთვნილებაში მყოფი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი, გრეგორჟ კრიხოვიაკი არენდის წესით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” იქნება განათხოვრებული.

როგორც იცით, ფრანგულ გრანდში გადასვლამდე პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის რამდენიმე დიდი ევროპული კლუბიც იბრძოდა, თუმცა კრიხოვიაკმა მასში გადახდილი 30 მილიონის გამართლება ვერ მოახერხა და ახლა პარიზსაც ტოვებს.

მართალია, ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ინგლისური ჟურნალისტების ცნობით, მხარეები შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევენ.

გეტყვით იმასაც, რომ ტონი პულისი გუნდში კრიხოვიაკთან ერთად “არსენალში” მოთამაშე კირან გიბსის მიყვანასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდაც “მეთოფეები” 7 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

ოფიციალურად:კრიხოვიაკი “პსჟ”-ს ფეხბურთელია

პოლონელი ფეხბურთელი, გჟეგოჟ კრიხოვიაკი ანდალუსიის “სევილიიდან” პარიზულ გრანდში გადაბარგდა. ამის შესახებ  თავად სპორტსმენმა “twitter”-ზე განთავსებული ფოტოს საშუალებით ამცნო საზოგადოებას. 26 წლის მოთამაშემ “პსჟ”-სთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრასფერის ფასი არ საჯაროვდება.

აქვე გეტყვით, რომ კრიხოვიაკმა “სევილიაში” 2 წელი იასპარეზა და ორჯერ მოიგო “ევროპის ლიგა.”

“მანჩესტერ იუნაიტედს” “სევილიას” ნახევარმცველის გადაბირება სურს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “სევილიას” ნახევარმცველის, გრეგორჟ კრიხოვიაკის გადაბირებას აპირებენ.

როგორც იცით, აქამდე “წითლი ეშმაკები” რენატო სანჩესის გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა რენატომ “ოლდ ტრაფორდს” “ალიანს არენა” ამჯობინა, ამიტომაც ინგლისელები სხვა ალტერნატიულ ვარიანტს ეძებენ.

გარდა ამისა, დიდი შანსი, რომ კლუბი მაიკლ კერიკმა დატოვოს, რომლის კონტრაქტიც სეზონის ბოლოს იწურება. ასევე გაურკვეველია მორგან შენიდერლინის მომავალიც.

პოლონელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩში დაიცვა “სევილიას” ღირსება. მისი ღირებულება კი დაახლოებით 30 მილიონ ფუნტს შეადგენს.