სონი: “წასვლა? ამაზე არაფერი მსმენია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ფოვარდის, სონ ჰოინ-მინის თქმით, ის სულაც არ ნერვიულობს მის მომავალზე და უარყოფს ჭორებს, რომლის თანახმადაც, ის “მამლების” რიგებიდან წასვლას აპირებს.

“ამის შესახებ რამოდენიმე სიახლეს გავეცანი, თუმცა ჩემი ტრანსფერის შესახებ არაფერი მსმენია.

უნდა ვნერვიულობდე? არამგონია. მე უკვე ვუთხარი “ტოტენჰემს”, რომ ოლიმპიურ თამაშებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ისინი ამას დადებითად უყურებენ.

ტრავმების გამო, ჩემი პირველი სეზონი არ იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა ბევრი რამ ვისწავლი და ფიზიკურად უფრო განვითარდი. გარდა ამისა, ახალი კულტურაც გავიცანი.”