სინიშა მიხაილოვიჩი “ტორინოს” მთავარი მწვრთნელია

სინიშა მიხაილოვიჩი “ტორინოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

47 წლის სერბმა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ სინიშა მიხაილოვიჩი ბოლოს “მილანს” თავკაცობდა. “როსონერის” ხელმძღვანელობამ სერბი მწვრთნელი 12 აპრილს გაათავისუფლა. “მილანმა” სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა. კლუბი იტალიის თასის ფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა და ევროსაგზურის გარეშე დარჩა.