ოფიციალურად: “ჰოფენჰაიმმა” “ლესტერიდან” კრამარიჩი დაიმატა

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელი, ანდრეი კრამარიჩი მომავალი სეზონიდან კარიერას გერმანულ “ჰოფენჰაიმში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გერმანიაში არენდის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც გერმანული მხარე მას გამოისყიდის კიდეც.

კრამარიჩის კონტრაქტი “ჰოფენჰაიმთან” 2020 წლამდე არის გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ “ლესტერმა” გუნდში კრამარიჩი 2015 წელს, კლუბისთვის რეკორდული თანხის, 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოიყვანა.