უელსელი ფორვარდი ვარჯიშზე დაშავდა და ევრო-2016-ს გამოტოვებს

უელსის ნაკრების თავდამსხმელი ტომ ბრედშო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. “უოლსოლის” 23 წლის ფორვარდი განაცხადში შეყვანილი იყო, თუმცა შეკრებაზე კანჭის ტყუპი კუნთი დაიშავა, რის გამოც დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ უელსელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელების, რუსებისა და სლოვაკების წინააღმდეგ ითამაშებენ.