აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” ლა ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

ესპანეთის რიგით მეორე დივიზიონის მე-40 ტური “ხიმნასტიკისთვის” ძალზედ დაძაბული და წარმატებული აღმოჩნდა. “ნასტიკი”, რომელიც ლა ლიგაში მოხვედრისთვის იბრძვის, მის უშუალო მდევარს, “ოსასუნას” დაუპირისპირდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, იგრძნობოდა მომენტების ნაკლებობაც. თუმცა, საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც მოახერხეს პირველი და უკანასკნელი გოლის გატანა. თავი ნარანხომ 82-ე წუთზე გამოიჩინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ჩვენმა თანამემამულემ, გიორგი აბურჯანიამ მოედანზე შეუცვლელად, 90 წუთის მანძილზე ითამაშა და ამ გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.