„მოურინიო „მანჩესტერ იუანიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ახალწვეულია“

„ჩელსის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის პიტერ კენიონის აზრით, ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

„როდესაც ის მოვიწვიე, ვეძებდი ადამიანს, რომელიც კარგ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს შესძენდა. ის, რაც მან გუნდს მისცა, სწორედ ჩემპიონის მენტალიტეტი იყო. ჟოზემ 50 წელიწადში „ჩელსის“ პორიველი ტიტული მოაგებინა.

ის კარგი ფეხბურთელებისგან უკეთესებს აყალიბებს. ყველა ახალწვეულების შესახებ საუბრობს, მაგრამ მოურინიოს თავკაცობით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი ფეხბურთელები უკეთესები გახდებიან.

„წითელმა ეშმაკებმა“ ის მწვრთნელი დაიმატეს, რომელიც გუნდს ახალ ტექნიკას, განვითარების გეგმასა და მიმართულებას მისცემს. ვფიქრობ, მას დიდი გავლენა ექნება. მოურინიო „მანჩესტერ იუანიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ახალწვეულია“, – ციტირებს კენიოს „სქაი სპორტსი“.