პანჩეონს თავისი ძველი ცოდვები გაუხსენეს

რამოდენიმე დღის წინ გაიმართა “საუთჰემპტონის” ლეგენდარული კიპერის, კეილვინ დევისის გამოსამშვიდებელი მატჩი, სადაც მონაწილეობა ჯეისონ პანჩეონმაც მიიღო.

როგორც იცით, პანჩეონი ინგლისურ პუბლიკას ძალიან უყვარს. განსაკუთრებით იმ ეპიზოდის გამო, როდესაც ის ევერტონთან” მატჩში მოედნიდან გაიპარა, რათა საჭირო ოთახით ესარგებლა. ბრიტანელებმა იმ დროს სპეციალური სიმღერაც კი შეთხზეს.

აღნიშნული ეპიზოდი გაიხსენეს ზემოთხსენებულ მატჩშიც – პანჩეონი მატჩის დაწყებიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ შეცვალეს, მოედნიდან გასვლის შემდეგ კი მას ტუალეტის ქაღალდი მიაწოდეს.