მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი “ბაზელთან” გასამართი შეხვედრისთვის საერთო ჯგუფში ემზადება.
შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელი 29 ოქტომბერს მიღებული ტრავმის შემდეგ მედანზე აღარ გამოჩენილა. თუმცა. ლუკა მოდრიჩის ტრავმის გამო ილიარამენდის დაბრუნება ფორსირებულად მოხდა.
“რეალის” კიდევ ერთი საყრდენი, სამი ხედირა კი დღეს ინდივიდუალურად ემზადებოდა.