უეფამ სახოს დოპინგის გამოყენების ბრალდება მოუხსნა

უეფამ “ლივერპულის” მცველ მამადუ სახოს დოპინგის გამოყენების ბრალდება მოუხსნა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სპეციალურმა კომისიამ ფრანგი ფეხბურთელის 30-დღიანი დისკვალიფიკაციის გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიიღო. სახოს ადვოკატებმა დაამტკიცეს, რომ ფეხბურთელს დოპინგი ბოროტი განზრახვით არ მიუღია. ნივთიერება ორგანიზმში წონის დასაკლებ საშუალებასთან ერთად მოხვდა, რომელიც აკრძალული პრეპარატების სიაში არ არის.

ამრიგად, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მამადუ სახო საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდეს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.