ოფიციალურად: “დეპორმა” ვიქტორ სანჩესი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

“დეპორტივო ლა კორუნამ” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვიქტორ სანჩესი გაათავისუფლა.

მართალია, რომ გალისიურმა კლუბმა ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა, მაგრამ ეს კლუბის ხელმძღვანელებმა საკმარისად არ მიიჩნიეს. ამასთანავე, მთელი სეზონის მანძილზე “დეპორმა” მხოლოდ 8-ჯერ იგემა გამარჯვების გემო ლა ლიგაში.

“დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “დეპორტივო” ვიქტორ სანჩეს დელ ამოსთან არსებულ კონტრაქტს გაწყვეტს.

კლუბი მწვრთნელს წარმატებებს უსურვებს კარიერაში და მადლობას უხდის იმ გაწეული შრომისთვის, რომლის წყალობითაც კლუბი ლა ლიგაში დარჩა.” – ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე.