ოფიციალურად: ომარ თეთრაძემ ყაზახური კლუბი ჩაიბარა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყაზახურ “ტობოლას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მისი ვინაობა კი ომარ თეთრაძე გახლავთ.

46 წლის რუსი სპეციალისტი ყაზახურ გუნდს წელიწად-ნახევრის მანძილზე უთავკაცებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ თეთრაძემ სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო. “ტობოლამდე” მან შემდეგი გუნდები გაწვრთნა: “კრილია”, “ანჟი”, “ვოლგა”, “ხიმკახი”, ყაზახური”ჟეტისუ” და “ენისეი”.