“ინტერმა” თურქი ნახევარმცველი დაიმატა

“ფენერბაჰჩეს” ნახევარმცველი ჯანერ ერქინი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. კერძოდ, 27 წლის თურქი ფეხბურთელი მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს. მხარეებს შორის სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

ჯანერ ერქინი ამპლუით მარცხენაფლანგელი ნახევარმცველია, თუმცა მას დაცვაში თამაშის პრაქტიკაც აქვს.

თურქეთის სუპერლიგის გასულ გათამაშებაში ჯანერ ერქინმა 13 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მას სანაკრებო დონეზე ჩატარებულ 46 მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.